ევროკავშირმა სირიას ყველა ეკონომიკური სანქცია მოუხსნა. გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"პოლიტიკური გადაწყვეტილება მიზნად ისახავს სირიის მოსახლეობის მხარდაჭერას ახალი, ინკლუზიური, პლურალისტური და მშვიდობიანი სირიის გაერთიანებასა და აღდგენაში," - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სირიის წინააღმდეგ სანქციების უმეტესი ნაწილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც გააუქმა.