24 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
თვითმმართველობის არჩევნებამდე 128 დღე დარჩა - მასში მონაწილეობის სახკითხი კი, ოპოზიციურ სპექტრში სულ უფრო მეტ დაპირისპირებას იწვევს

ნიკა მელია გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს თვითმმართველობის არჩევნებში შესაძლო მონაწილეობის გამო უპირისპირდება. მელიამ ვიდეომიმართვა "ლელოს" წევრის იმ განცხადების საპასუხოდ გაავრცელა, სადაც საბა ბუაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ოპოზიციამ წინააღმდეგობის ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა გამოიყენოს. პარტია "ახალის" ლიდერს მამუკა ხაზარაძის გუნდში დღეს მწვავე კრიტიკითვე უპასუხეს.

გახარიას გუნდმა უკვე საჭიროდ ჩათვალა და თქვა, რომ ყველანაირი არჩევნებისთვის ემზადება. ექს-პრემიერის პარტია "ლელოს" პოზიციას უწონებს და ნიკა მელიას აკრიტიკებს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები კი, დანარჩენ ბარიერგადალახულ პარტიებს საბოლოო გადაწყვეტილების დროულად მიღებას სთხოვენ.

ერთადერთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ამ დროისთვის ღიად ამბობს, რომ მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, პარტია "გირჩია", სადაც 4 ოქტომბრის საარჩევნო მარათონისთვის აქტიურად ემზადებიან.

მმართველი გუნდის შეფასებით, თვითმმართველობის არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში დაპირისპირება უფრო მწვავდება. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპონენტებს წაგებული 9 არჩევნების შემდეგ, მე-10 მარცხსაც უწინასწარმეტყველებს.

მუნიციპალურ არჩევნებამდე 128 დღე რჩება. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს 64 მუნიციპალიტეტში 4 ოქტომბერს აირჩევს.

დღის ამბები