24 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, კიდევ 30 ოჯახს დაუკანონდა. საცხოვრებელი ფართები თბილისის ექვს რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ. საკუთრების დამდასტურებელი დოკუმენტები მათ დედაქალაქის მერმა პირადად გადასცა.

დედაქალაქის მერია პროგრამას 2017 წლიდან ახორციელებს. იმ ადამიანებს, რომლებსაც ფართების დაკანონება სურთ დედაქალაქის მერიას სპეციალური განცხადებით უნდა მიმართონ.

პროგრამის ფარგლებში 3000-ზე მეტ ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია. დედაქალაქის მერიაში განცხადებების განხილვა გრძელდება.

დღის ამბები