26 მაისთან დაკავშირებით, ერევანში საქართველოს საელჩოს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ვაჰაგნ ხაჩატურიანი ეწვია. პრეზიდენტმა საქართველოს ხელისუფლებას, ქართველ ხალხს და დიპლომატებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"საქართველოს საელჩოს ეწვია სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ბატონი ხაჩატურიანი, მოგვილოცა დამოუკიდებლობის დღე. დაათვალიერა ახალი საელჩო, ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა ბატონ პრეზიდენტთან. ნამდვილად უპრეცედენტო ამბავია და ძალიან კარგია, რომ ასეთი მჭიდრო და ძმური ურთიერთობები გვაქვს მეზობელ ქვეყნებს. კულტურის სამინისტროსთან ერთად, ძალიან საინტერესო პროგრამას შევთავაზეთ ჩვენს მოძმე ერს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ერევანში კულტურის დღეები პირველად იმართება", - აცხადებს საქართველოს ელჩი სომხეთში, გიორგი შარვაშიძე.