25 აგვისტო 2026,   04:06
ვრცლად
26 მაისს თუ ვინმეს ხელოვნურად აქვს რაიმე დაძაბულობა ჩაფიქრებული, თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება - ლევან მაჭავარიანი

"26 მაისს თუ ვინმეს ხელოვნურად აქვს რაიმე დაძაბულობა ჩაფიქრებული, თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, კანონის უმკაცრესი ფორმით დაისჯება", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, ზოგიერთი ოპოზიციონერისგან ისმის განცხადებები, სადაც ღიად აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა და დესტაბილიზაციის გამოწვევა.

"პირდაპირ, ღიად, მოურიდებლად აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს ქვეყანაში სიტუაციის დაძაბვა, ქვეყნის არევა, რადიკალიზაცია, ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევა და ა.შ. ამასთან დაკავშირებით, სხვათა შორის, დიპლომატიურ კორპუსს არანაირი ნეგატიური კომენტარი არ გაუკეთებია. ახლა რაღაც დელეგაციები უნდა ჩამოვიდნენ, ქალბატონი რასას ხელმძღვანელობით, რომლებიც გამოირჩევიან ფაშისტური განცხადებებით, მით უმეტეს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში.

თუ ვინმეს ხელოვნურად აქვს რაიმე დაძაბულობა ჩაფიქრებული, მოვუწოდებთ, ორჯერ დაფიქრდეს, ვინაიდან თუ ვინმე გასცდება კანონის ფარგლებს, იგი დაისჯება კანონის უმკაცრესი ფორმით. ამას ხაზგასმით ვაცხადებთ, მით უმეტეს, ისეთი დღესასწაულია, როგორიც 26 მაისია, სადაც მთელი ერი ზეიმობს, ერთიანდება და ეს არის ჩვენი ქვეყნის დღესასწაული", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები