25 აგვისტო 2026,   08:19
ვრცლად
"უცნაურია კონსპირაციული შეხვედრა" - გია ვოლსკი ზურაბიშვილის აშშ-ის საელჩოში მისვლაზე

პარლამენტის ვიცე სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აშშ-ის საელჩოში სალომე ზურაბიშვილის კონსპირაციული შეხვედრა უცნაურია.

მის განმარტებით, დარწმუნებულები არიან, რომ აშშ-ის საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით.

"უცნაურია კონსპირაციული შეხვედრა. ჩვენ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის სტიპენდიატი, ხელფასს იღებს "მაკკეინის ინსტიტუტიდან". ამ ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორი, ლარა თორნტონი გამოდის და ღიად ამბობს, რომ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტი არის მოძალადე და დამნაშავე. ამ ინსტიტუტის სტიპენდიატი არის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში. ჩვენ არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ აშშ-ის საელჩო გააკეთებს რელევანტურ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. იგივე ევროკავშირის ელჩი, უკვე დიდი ხანია გამოდის განცხადებებით, რომელიც პირდაპირ არის "ნაცმოძრაობის" პოლიტიკური ლიდერის განცხადება. ჰერჩინსკი "ნაცმოძრაობის" პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა. რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ, რა განცხადებებზე და რა ღონისძიებებზეა ლაპარაკი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები