ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ქორეოგრაფ ამირან არჩვაძის სახელობის რეგიონული ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიებაში წელს კახეთის რეგიონის 13-მა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ "სინემაში" ამირან არჩვაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.
ფესტივალს ქორეოგრაფთა კავშირის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის მერი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.