მმართველი გუნდისთვის ოპოზიციაში არსებული დავა მოჩვენებითია. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, ყველა უცხოელი დამფინანსებლების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებს.
მმართველი პარტია დარწმუნებულია იმაშიც, რომ გამარჯვებას ნებისმიერი კონფიგურაციის შემთხვევაში მოიპოვებს.
"რადიკალური ოპოზიცია რეალურად ჩიხშია შესული. ისინი არჩევნებში თუ მიიღებენ მონაწილეობას, არჩევნების დღეს მიიღებენ ჩვენი საზოგადოებისგან სათანადო პასუხს - დამარცხდებიან "ქართული ოცნების" წინაშე. არ მიიღებენ მონაწილეობას და საბოლოოდ პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდებიან. თუმცა, საბოლოო ჯამში, როგორც აგენტურული ოპოზიცია დამოკიდებული იქნებიან იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც მათზე დავალების მიმცემები მიიღებენ. გახარიას პარტია უკვე აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, "ლელო" გადის რეგიონებში, ამზადებს საფუძველს საარჩევნოდ, თუმცა ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ. არ არის გამორიცხული, რომ ეს რადიკალები რიგშიც კი ჩადგნენ საარჩევნოდ ცესკოში, რათა დარეგისტრირდნენ არჩევნებზე. მაინც ყველაფერი მათზე დავალების მიმცემებზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა მათიკაშვილმა.