მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კვლავ ყველაზე პატარა სახელმწიფო ექცევა - ხვალ, ვატიკანში რომის ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ლეო მეთოთხმეტე უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგება. საზეიმო მესას წმინდა პეტრეს მოედანზე მთელი მსოფლიოდან ათობით ათასი ადამიანი დაესწრება.
იტალიაში მსოფლიო ლიდერებს ელოდებიან. ვატიკანში დელეგაციასთან ერთად უკვე ჩავიდა საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი.
"მაღალი დონის სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას ახალი პაპის ინაუგურაციის ცერემონიაში და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტიც იქნება მონაწილე ამ მნიშვნელოვანი მოვლენის და ჩვენ დავესწრებით იმ დიდ ცერემონიას, რომელიც გაიმართება ვატიკანში," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.