სამცხე ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აგრძელებს ბორჯომის ცენტრალური პარკის მშენებლობა-რეაბილიტაციას.
პროექტები დასრულების ეტაპზეა ახალციხეშიც, სადაც სპორტული კომპლექსის მშენებლობაც მიმდინარეობს. სამუშაოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი გაეცნო.
"ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არ არის მხოლოდ რეკრეაციული სივრცის აღდგენა-რეაბილიტაცია. აქ არის ისტორიული, კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის მქონე შენობები, რომლის რეაბილიტაციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ხდება ისეთი ატრაქციების გაჩენა, რაც არა მხოლოდ ზოგადად ტურიზმისთვის იქნება მნიშვნელოვანი, არამედ შიდა ტურიზმს განავითარებს," - აცხადებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე.