25 აგვისტო 2026,   04:58
ვრცლად
"რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?" - გიორგი გახარიას გუნდის საჯარო მიმართვა ადრესატების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა

"რა არის თქვენი გეგმა ბოიკოტის შემდეგ?" - გიორგი გახარიას გუნდის საჯარო მიმართვა ადრესატების მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ოპოზიციაში ამჯერად დაპირისპირება გამოიწვია პარტიის "საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ქარდმა. გახარიას გუნდში ღიად აცხადებენ, რომ ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის და აუცილებელია სხვებმაც ღიად ისაუბრონ გეგმებზე.

"ჩვენ გვაქვს უბრალოდ კითხვა მათთან, რომელსაც აქვს ლეგიტიმური არსებობის უფლება, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მუდმივად ცდილობენ, ჩვენკენ გადმოიტანონ ეს ისრები. ჩვენ ვსვამთ უბრალოდ კითხვას, რა არის მათი ალტერნატივა ბოიკოტის შემთხვევაში?" - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ვიკა ფილფანი.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ არ აბარებს გიორგი გახარიას ანგარიშს, რას აპირებს და როდის.

განცხადება გააკეთა პარტია "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

"ძალიან მიხარია ხოლმე, როცა ჩვენს სიმღერებს ხალხი მღერის და ვულოცავ ბატონ გახარიას ჩვენს კლუბში შემოერთებას, ვისაც მიაჩნია ზოგადად, რომ წინასწარ უნდა დაგეგმო, რასაც აკეთებ. აქედან გამომდინარე, მე ამ კითხვაზე ვერ გავაკრიტიკებ ბატონ გახარიას და დაველოდები, როგორც აქამდე ველოდებოდი ამ კითხვაზე პასუხს. მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ყველა მიიღებს [არჩევნებში მონაწილეობას], როგორც თავიდანვე ვთქვი. ჯერ უბრალოდ ჩემი წინასწარმეტყველების პირველი ნაწილი ახდა. მეორე ნაწილის ახდენა იქნება, როცა "ლელო" მიიღებს მონაწილეობას. მესამე და მეოთხე "ნაცები" და "ნეო ნაცები," - აცხადებს იაგო ხვიჩია. 

ავტორი: კესო ქაფიანიძე 

დღის ამბები