25 აგვისტო 2026,   00:34
ვრცლად
მზია ამაღლობელის საქმეზე ბრალდების მხარის მოწმემ, სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა ჩვენება მისცა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართა. ჩვენება მისცა ბრალდების მხარის მოწმემ, სამედიცინო ექსპერტმა გივი ჩხარტიშვილმა - მან დაზარალებულად ცნობილ ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა.

როგორც მოწმემ სხდომაზე თქვა, ბათუმის პოლიციის უფროსს სასამართლო-სამედიცინო შემოწმებისას გარეგნულად, სხეულზე ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

"სიწითლე დაზიანების ობიექტური ნიშანი არ არის, შესაბამისად, ეს არ არის ჩემი შეფასების საგანი", - განაცხადა მან.

სასამართლო ექსპერტის დაკითხვის შემდეგ, მტკიცებულებები გამოიკვლიეს. სხდომაზე დროებით შესვენებაც გამოცხადდა, მიზეზი გახდა დარბაზს მიღმა ხმაური. სასამართლოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იყვნენ შეკრებილი.

"ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები