ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გრძელდება - კონფერენცია პლენარული სესიით გაიხსნა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ლიდერებმა. ამის შემდეგ სამიტი თემატური დისკუსიებით გრძელდება!
"ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა", - ამ თემით დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო.
სამიტის ფარგლებში ტირანაში იმყოფებიან ევროპული საბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკომისიის პრეზიდენტები, ასევე 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერები- მათ შორისა გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და საფრანგეთის პრეზიდენტი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში განხილვებს დაიწყებენ შავ ზღვაზე, რაც დღის წესრიგში აყენებს კავშირგაბმულობის შექმნას ევროპას და ცენტრალურ აზიას შორის.
"უახლოეს პერიოდში ჩვენი განხილვები შავ ზღვას შეეხება. შავი ზღვის შესახებ ევროკავშირის შემუშავებული სტრატეგია დღის წესრიგში აყენებს კავშირგაბმულობის შექმნას ევროპას და ცენტრალურ აზიას შორის, ჩვენი სამხრეთ კავკასიელი პარტნიორების წყალობით. ეს საოცარი ხედვაა, რომელზეც ღირს მუშაობა. ინვესტიციების განხორციელება საზღვრისპირა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, ვაჭრობის ნაკადისთვის, ციფრული კავშირების შექმნისთვის, რაც ევროპის პოლიტიკურ თანამეგობრობაში ხალხს დააკავშირებს", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.