თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროკომისიის პრესსამსახურის განცხადება, სადაც თქვეს, რომ კონგრესის მიერ "მეგობარი აქტის" მიღება აჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. "ინტერპრესნიუსს" ევროკომისიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ
ხელისუფლების ქმედებები შორსაა იმისგან, რასაც კანდიდატი ქვეყნისგან ელოდებიან. პასუხად "ქართულ ოცნებაში" "დიფ სთეითის" მოქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებში დაწყებული თემა ახლა ევროპაში გააქტიურეს. შეფასება გაკეთდა ოპოზიციურ პარტიებშიც.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც არ ემთხვევა ბრიუსელის პოლიტიკას.
"ევრო ბიუროკრატია, ბრიუსელი ამას მხარს დაუჭერს, ვინაიდან დაუნდობელი ომი მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში. რასაკვირველია, საქართველო არის ერთ-ერთი სეგმენტი ამ დაპირისპირების. ვფიქრობთ, უსამართლობასთან ერთად, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ცივსისხლიან პრაგმატივზე, რომელიც განაპირობებს ასეთი აქტის მიღებას, ვინაიდან საქართველო, ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ინტერესებისთვის ზრუნავს, ხშირად თავისი საგარეო პოლიტიკით არ ემთხვევა იმ პოზიციას და პოლიტიკას, რომელიც გააჩნია ბრიუსელს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.