25 აგვისტო 2026,   09:11
ვრცლად
"ადამიანი ვირთხის ხასიათით, სიტყვა გაიძურწოს არ უნდა ხმარობდეს" - გიორგი ვოლსკი ვანო ჩხიკვაძეზე

"ქართულ ოცნებას" ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესება ჯერ არ დაუსრულებია" - ამ სათაურით სტატიას ჟურნალი "ჯეოპოლიტიკი" აქვეყნებს.

ქვეყნის ინტერესების საზიანო და მტრული - ასე აფასებს მმართველი გუნდი "ღია საზოგადოების ფონდის" ყოფილი მკვლევარის, ვანო ჩხიკვაძის მოსაზრებებს.

სტატიაში ივანე ჩხიკვაძე წერს, რომ ბრიუსელმა ყველას უნდა აჩვენოს, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს თან ასოცირების ევროპული პროექტიდან გავიდეს და თან ევროკავშირთან თანამშრომლობის ეკონომიკური და სავიზო უპირატესობები შეინარჩუნოს.

"ქართული ოცნების" შეფასებით, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ მესამე სექტორი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ღიად ითხოვს.

"ზოგადად ადამიანი ვირთხის ხასიათით, სიტყვა "გაიძურწოს" არ უნდა ხმარობდეს, გაიძურწოს მაგის სათქმელი არ არის, მით უმეტეს, არ ეკუთვნის იგი "ქართულ ოცნებას", რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით ყველაზე წინ არის დღეს კანდიდატ ქვეყნებს შორის პროცენტული მაჩვენებლით, რომელიც ასახავს ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. ასე რომ ვანო გაძურწული თვითონ ქართული საზოგადოებიდან, რასაკვირველია ამას არ უნდა ამბობდეს. ეს არის სამარცხვინო.

ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს როგორმე ისე მოხდეს სიტუაცია, რომ ევროკავშირთან უთანხმოების თემა გამოყენებული იყოს იმისათვის, რათა საქართველოში მოხდეს მეიდანი და ადამიანების დაპირისპირება, სისხლის ღვრა. ეს არის რევოლუციონერი ადამიანი, რომელსაც არანაირი ეროვნული ინტერესი არ გააჩნია", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები