პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში 6 000 ჯარისკაცის როტაციის შესახებ გამოაცხადა. უწყების განცხადების თანახმად, როტაცია წელს, ზაფხულში განხორციელდება და ის ქვეითი დივიზიების რამდენიმე ბრიგადას შეეხება. ამერიკელი სამხედროები ცხრა თვის განმავლობაში სამსახურს გაივლიან ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში.
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ევროპაში ამერიკული კონტინგენტის შემცირების შესახებ. 2025 წლის მარტში დაწერა ამის შესახებ შვედურმა გაზეთმა "ექსპრესსიონმა" ამ ინფორმაციის თანახმად აშშ-მა ნატო-ს მოკავშირეებს აცნობა, რომ რეგიონში მომავალი სამხედრო წვრთნების დაგეგმვაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.