24 აგვისტო 2026,   19:10
ვრცლად
"უკრაინის ომი საშინელი ტრაგედიაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი ომი, ის ჩვენ არ დაგვიწყია. არ ვაპირებთ ამ საქმეების გაგრძელებას კვირებისა თუ თვეების განმავლობაში" - მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ამბობს, რომ თუ ტრამპი უახლოეს დღეებში რუსეთისგან და უკრაინისგან შემხვედრ წინადადებებს ვერ მოისმენს, სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. რუბიომ განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარეებს რამდენიმე დღეს აძლევს.

"მნიშვნელოვანია, ყველა შევახსენოთ, რომ უკრაინის ომი საშინელი ტრაგედიაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი ომი, ის ჩვენ არ დაგვიწყია. თუ მხარეები სერიოზულად არიან განწყობილნი მშვიდობისთვის, იქნება ეს ერთი მხარე თუ მეორე, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ. ჩვენ არ ვაპირებთ ამ საქმეების გაგრძელებას კვირებისა თუ თვეების განმავლობაში, ამიტომ, ძალიან სწრაფად, რამდენიმე დღეში უნდა დავრწმუნდეთ, შესაძლებელი არის თუ არა ამის განხორციელება უახლოეს კვირებში. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესში მონაწილეობას, თუ არა, ჩვენ სხვა პრიორიტეტებიც გვაქვს," - განაცხადა მარკო რუბიომ.

დღის ამბები