24 აგვისტო 2026,   16:19
ვრცლად
"მათი დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ" - ლევან მახაშვილი მესაქმე სექტორრს და საელჩოებს აკრიტიკიებს

"რატომ დუმს საელჩოები და მესამე სექტორი აქციების დროს დაშავებული პოლიციელის საქმეზე, რომელმაც მხედველობა დაკარგა" - ამ კითხვას მმართველი გუნდი სვამს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოემბრის აქციის დროს, დემონსტრანტთა მხრიდან ნასროლი საგნის მოხვედრის შედეგად, პოლიციელმა მარჯვენა თვალში მხედველობა სრულად დაკარგა.

მათივე ცნობით, დაშავებული სასწრაფომ გადაიყვანა კლინიკაში, სადაც გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა, თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ მხედველობა პოლიციელმა მარჯვენა თვალში სრულად დაკარგა. ეს დიაგნოზი დაადასტურა თურქეთის წამყვანმა კლინიკამაც. ამ ეტაპზე, დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას საელჩოებს აკისრებს.

"რა უნდა თქვან?! რომ თავად ჩაარტყეს, უშუალოდ თვითონ თუ არა მათმა წახალისებულმა ძალებმა და პირებმა ჩაიდინეს ეს, რაც ჩაიდინეს და ახლა რა უნდა თქვან, ჩვენ არ გაგვიკეთებიაო? ამას ვაკვირდებით, ზოგადად, მათი დუმილი ნიშნავს, რომ თუ დღეს ერთი ადამიანი დააბრმავეს, ხვალ ათს დააბრმავებენ. რომ ვიცით სად მიდის ეს გზა, სწორედ იმიტომაა რასაც ვაკეთებთ, საკანონმდებლო აქტებსაც ვიღებთ. ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როგორც ხელისუფლება და ვცდილობთ რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ ამ მიმართულებით, მაგრამ მათაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

დღის ამბები