ქართული ღვინო ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე - ექსპოზიციაზე 9 კომპანია წარსდგა. ღონისძიებას 50 ათასამდე ვიზიტორი დაესწრო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო პირველად ტოკიოში 2014 წელს წარადგინეს, მას შემდეგ ქართული კომპანიები მუდმივად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენებსა და კონკურსებში.