24 აგვისტო 2026,   18:08
ვრცლად
საქართველოში ოპერირება ორმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო - ეკონომიკური გუნდი ქვეყანაში მაღალ მსყიდველუნარიანი ტურისტების სეგმენტის ზრდას ელოდება

საქართველოს საჰაერო სივრცეში კიდევ ორი ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა - "ტრანსავია ფრანსიმა" და "ედელვეის ეარმა" თბილისის მიმართულებით პირველი ფრენები შეასრულეს. ევროპელ მოგზაურებს ციურიხიდან და პარიზიდან უკვე შეუძლიათ საქართველოს პირდაპირი რეისით ეწვიონ, შეიქმნან შთაბეჭდილებები და საქართველოში აღმოჩენილ ტურისტულ ადგილებს საკუთარ ქვეყანაში პოპულარიზაცია გაუწიონ.

ტრანსავია ფრანსი" პარიზი-თბილისი-პარიზის მიმართულებით პირდაპირ, რეგულარულ რეისებს კვირაში ორჯერ შეასრულებს. შვეიცარიულმა ავიაგადამყვანმა "ედელვეისს"-მა კი ფრენა ციურიხი - თბილისის მიმართულებით პირველად დაიწყო.

ციურიხიდან პირველ პირდაპირ რეისს შვეიცარიული მედიის წარმომადგენლებიც ჩამოჰყვნენ. ისინი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში იმოგზაურებენ და შვეიცარიულ მედიაში ჩვენი ქვეყნის შესახებ სტატიებს და სატელევიზიო რეპორტაჟებს მოამზადებენ.

2025 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე რეგულარული ფრენები 10-მდე ავიაკომპანიამ დაიწყო. მათი დიდი ნაწილი ევროპულია, სამომავლოდ კი, ქვეყნის საავიაციო ბაზარი კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები