25 აგვისტო 2026,   03:14
ვრცლად
"ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეირყეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები" - მაია ბითაძე დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები და სავიზო შეზღუდვა დაუწესა. ესენი არიან გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, შს მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მირზა კეზევაძე და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი კოკა კაციტაძე. 

მმართველ გუნდში, პოლიტიკურ შურისძიებასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ.

"ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ასეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ დღეს ძალიან კარგად შეითავსა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად ერთ წინადადებიანი განმარტებით აწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლების მიმართ, რომელთა მუშაობაზეც პრაქტიკულად დგას ქვეყნის უსაფრთხოება. ეს არის მიზანმიმართული ქმედება იმისთვის, რომ შეირყეს ამ ქვეყანაში სუვერენიტეტის საფუძვლები ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ნათლად იკვეთება მცდელობა, რომ საქართველოს აგრძნობინონ, რომ ის არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ არის ამ შემთხვევაში ბრიტანეთის კოლონია, რაც, ბუნებრივია, აკნინებს თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას,"- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. 

ბრიტანეთის განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე, 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

 

დღის ამბები