24 აგვისტო 2026,   05:09
ვრცლად
"ახლობლებს Facebook-ის გვერდებზე უწერენ, რომ ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, უდანაშაულო ხალხი დავაჭერინე და რომ ძალიან ცუდი ბოლო გვექნება მე და ჩემს და-ძმებს" - ციცინო შავაძე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილება, ციცინო შავაძემ აღნიშნა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ მუქარა დღემდე გრძელდება.

"ახლობლებს Facebook-ის გვერდებზე უწერენ, რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი, შეურაცხყოფები და რომ ძალიან ცუდი ბოლო გვექნება მე და ჩემს და-ძმებს. მსჯავრდებულის ახლობლის ოჯახის წევრები წერენ Facebook გვერდებზე და ყველგან," - აღნიშნა ციცინო შავაძემ.

დღის ამბები