"დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ტენდენციებს, რომელიც სხვადასხვა ფორუმზე ხდება. სადაც ვხედავთ, რომ გავლენა აქვთ პოსტსაბჭოთა ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე მართულები აღმოჩნდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოს დელეგაცია პასეში წარმომადგენელი არ არის და ეს მოცემულობა გაგრძელდება მანამ, სანამ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება.
"დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით ტენდენციებს, რომელიც სხვადასხვა ფორუმზე ხდება. სადაც ვხედავთ, რომ გავლენა აქვთ პოსტსაბჭოთა ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე მართულები აღმოჩნდნენ. რაც ჩვენ ვნახეთ იანვრის რეზოლუციაში, ეს იყო საბჭოთა სტილის აქტი, როდესაც სხვა ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. ამით პასემ უპირველეს ყოვლისა საკუთარ პრინციპებს უღალატა და გადაუხვია. ჩვენ დღეს დელეგაციით წარმომადგენელი არ ვართ პასეში და, რა თქმა უნდა, მანამ სანამ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, რთულია, ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. რასაც ჩვენ ვხედავთ პასეში, ვხედავთ იგივე ადამიანებს, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, ეს არიან იგივე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ყვირიან და არ საუბრობენ. ეს არის საბჭოთა სტილის ქცევა, რომელიც, სამწუხაროდ, ვირუსივით შეეყარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას. ჩვენ იმისთვის არ ვიბრძოდით და იმიტომ არ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ დღეს ესტონეთმა გვიკარნახოს და უკარნახოს ქართველ ხალხს, ვინ აირჩიოს. ხან ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ზოგიერთმა დეპუტატმა, ან შვედმა დეპუტატმა, რომელიც აქ, რუსთაველის გამზირზე "მაიდანს" ითხოვდა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.