24 აგვისტო 2026,   17:17
ვრცლად
"ეშინიათ იმ გრანტების, რომელიც პირველ რიგში ხმარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების გამყარებას და ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას" - ლევან სანიკიძე

"გრანტების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები და მესამე სექტორი ინიციატივას აკრიტიკებენ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან სანიკიძე ამბობს, რომ მთავრობას ეშინია იმ გრანტების, რომელიც ხმარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების გამყარებას. 

"ეშინიათ იმ გრანტების, რომელიც პირველ რიგში ხმარდება ამ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების გამყარებას და ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას, მათ შორის სხვადასხვა სახის, სოციალური პროექტები იქნება, იურიდიული დახმარება იქნება თუ ა.შ. ამ ვითარებაში, მათი ნებისმიერი ქცევა არის მხოლოდ და მხოლოდ არის დაკავშირებული მათ შიშთან, რაც არის ირაციონალური," - აცხადებს ლევან სანიკიძე.

გრანტის გაცემას მთავრობის ნებართვა დასჭირდება. ცვლილება არ შეეხებათ სპორტულ ასოციაციებს, ფედერაციებს და კომიტეტებს, განათლებისა და მეცნიერების სფეროს, ასევე, საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს.

დღის ამბები