25 აგვისტო 2026,   00:40
ვრცლად
"ევროკავშირი როგორც საკუთარ წევრ ქვეყნებში, ასევე მომავალ წევრებში ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას, ეს ხშირ შემთხვევაში ხდება არასამთავრობოებისთვის გრანტების გამოყოფის გზით, ამაში ცუდი არაფერია" - გიორგი შარაშიძე

მორიგი სკანდალური ჟურნალისტური მასალა, რომელიც ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაუმჭვირვალე დაფინანსებას ეხება, თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ის, რომ ევროკავშირი როგორც საკუთარ წევრ ქვეყნებში, ასევე მომავალ წევრებში ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას და ეს ხშირ შემთხვევაში ხდება არასამთავრობოებისთვის გრანტების გამოყოფის გზით, ამაში ცუდი არაფერია. 

"შეიძლება რაღაც კონკრეტული შემთხვევა არსებობს, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, დისკუსია რომ მიდის, ესეც ჩვეულებრივი ამბავია. არ ვიცი, ვერ გეტყვით კონკრეტულად, რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია, ვგულისხმობ ამ მილიარდებზე, რაც არის დასახელებული. მაგრამ ის, რომ ევროკავშირი ზოგადად როგორც საკუთარ წევრ ქვეყნებში, ასევე მომავალ წევრებში ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას და ეს ხშირ შემთხვევაში ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტების გამოყოფის გზით, ეს არ არის ახალი ამბავი და ამაში ცუდი არაფერია," - ამბობს გიორგი შარაშიძე.

 

 

დღის ამბები