21 ივნისი 2026,   16:43
ვრცლად
ამერიკელებს TikTok-ზე წვდომა კიდევ 75 დღით გაუხანგრძლივდათ

ამერიკელებს TikTok-ზე წვდომა კიდევ 75 დღით გაუხანგრძლივდათ. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჩინურ კომპანიას კიდევ 75 დღე მისცა, რათა აშშ-ში მოქმედი აპლიკაციის აქტივები არაჩინურ კომპანიას მიჰყიდოს. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციამ გასულ წელს მიიღო.

გადაწყვეტილების მიზეზი ამერიკელი კანონმდებლების შეშფოთება იყო, რომ ჩინური კომპანია ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა. TikTok-მა 19 იანვარს ამერიკაში მუშაობა რამდენიმე საათით შეაჩერა, თუმცა დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ, ხელი მოაწერა განკარგულებას და კომპანიას შეთანხმების მისაღწევად 75 დღე მისცა.

დღის ამბები