25 აგვისტო 2026,   03:51
ვრცლად
"საქმით გამოჩნდება, რამდენად შეძლო აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არაფორმალური გავლენების დამარცხება და რამდენად ექნება ამას გავლენა საქართველო - აშშ-ის ურთიერთობებზე" - ლევან მახაშვილი

"ყველაფერს ნათელს მოჰფენს არა სიტყვები, არამედ საქმე. საქმით გამოჩნდება, რამდენად შეძლო ახალმა ადმინისტრაციამ ამ არაფორმალური გავლენების დამარცხება და საქმით გამოჩნდება, რამდენად ექნება ამას შესაბამისი გავლენა საქართველო - აშშ-ის ურთიერთობებზე," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა, ლევან მახაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი იმედს იტოვებს, რომ საქართველო - აშშ-ის ურთიერთობების აღდგენა და გაჯანსაღება შესაძლებელი იქნება, თუმცა ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გადმოდგმული კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს.

"ისეთი პროცესები მიმდინარეობს ახლა, რომ ჩვენ ძალიან ბევრ სიტყვასა და წარმოდგენებს მოვისმენთ, მაგრამ საბოლოოდ, განვსჯით კონკრეტული საქმით. საქმეს რაც შეეხება, ჯერჯერობით, ჩვენ კონკრეტულ, მასშტაბურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ იქნება შესაძლებლობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების აღდგენის და გაჯანსაღების," - აცხადებს ლევან მახაშვილი.
 
დღის ამბები