25 აგვისტო 2026,   06:56
ვრცლად
"საწყენია, რომ ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს ასეთ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ კანონმდებლობით არავის უფლება არ ირღვევა" - ლადო ბოჟაძე ევროპის საბჭოს მოწოდებაზე

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ სადაო კანონი არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავდა. ხელისუფლების წარმომადგენლები უსამართლოს უწოდებენ, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონზე საერთაშორისო შეფასებებს.

"ამის გათვალისწინებას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ტრადიციებისა და ღირებულებისთვის. თუმცა საწყენია, რომ ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს ასეთ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. ამ კანონმდებლობით არავის უფლება არ ირღვევა, პირიქით ჩვენ ვიცავთ არასრულწლოვანებისა და იმ ადამიანების უფლებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ეს ღირებულებები. ამიტომ, ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ,"- აცხადებს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო ბოჟაძე.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს გააუქმოს"ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" კანონი. 

დღის ამბები