25 აგვისტო 2026,   10:27
ვრცლად
"ბუნებრივია, რომ კონსტიტუციურ პრინციპს - სახალხო პროტესტს აქვს მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან" - თეონა აქუბარდია შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაზე

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლება კვლავ შიდა საქმეებში, გარე ძალების ჩარევის ნიშნებზე საუბრობს.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კონსტიტუციის დასაცავად აქვს მხარდაჭერა:

"საქართველოს დემოკრატიული განვითარება და ქვეყნის ევროპული მომავალი არის კონსტიტუციით გამომდინარე ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსი და ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ქვეყნებთან, შესაბამისად, ბუნებრივია რომ იმ კონსტიტუციურ პრინციპს, სახალხო პროტესტს, რომელიც ამ კონსტიტუციაში ქვეყნის დასატოვებლად არის მიზანმიმართული, აქვს მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

ცნობისთვის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში პროტესტის მე-100 დღესთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა. სამინისტრო მხარდაჭერას უცხადებს მომიტინგეებს.

 

დღის ამბები