25 აგვისტო 2026,   07:39
ვრცლად
"ხაზარაძის განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გარე ძალების ინტერესია, ვიდრე საქართველოსი" - პაატა სალია

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადება ანაკლიის პორტის შესახებ დისკუსიის საგანია. ხაზარაძე აცხადებს, რომ აშშ-ში სენატორების ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის მიერ მსოფლიოს სტრატეგიულ პორტებზე კონტროლის მონიტორინგს და წინააღმდეგობის გაწევას. მისივე თქმით, ამ ფონზე, "ქართული ოცნება" ანაკლიას ჩინელებს აძლევს, პორტის პროექტში კი უნდა დაბრუნდნენ ამერიკული კომპანიები.

მამუკა ხაზარაძის განცხადებები სახელისუფლებო პარტიისთვის ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა.

"მან წააგო ის დავა სახელმწიფოსთან. ასანაზღაურებელი აქვს სახელმწიფოსთვის იურიდიული მომსახურების ხარჯები. მას დღეს ანაკლიის პორტთან არანაირი კავშირი არ აქვს. რაც შეეხება მის მოსაზრებას, ეს მისი მოსაზრებაა, რომელიც არ ემყარება არანაირ საღ აზრს - ეს არის მისი სურვილი და კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მისთვის მნიშვნელოვანი გარე ძალების ინტერესია, ვიდრე საქართველოს ინტერესი. დამერწმუნეთ, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საქართველო აუცილებლად იპოვის ისეთ გამოსავალს, რომელიც პირველ რიგში, იქნება ჩვენი ქვეყნისთვის საუკეთესო," - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პაატა სალია.

დღის ამბები