25 აგვისტო 2026,   09:49
ვრცლად
"ისფედმა" რა უნდა ქნას, მისი სახე დავინახეთ 2020 წლის არჩევნების დროს" - ირაკლი ზარქუა

ხმების პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების საკითხი ისევ პოლიტიკური დისკუსიის საგანია. სახელისუფლებო პარტია ელოდება როდის მიაწვდის "ისფედი" "პივიტის" მონაცემებს პროკურატურას. ეს თავად უწყებამ მოითხოვა, არასამთავრობო ორგანიზაციას კი მონაცემები ჯერ არ გაუგზავნია. გუშინ "ისფედმა" დრო ითხოვა.

"ქართული ოცნება" დარწმუნებულია რომ ორივე შემთხვევაში ორგანიზაციის მიზანი იყო არჩევნებზე მცდარი აღქმები შეექმნას- ისფედი საპასუხო კომენტარს დღეს არ აკეთებს

"ისფედმა" რა უნდა ქნას, მისი სახე დავინახეთ 2020 წლის არჩევნების დროს. ახლაც, 2024 წლის არჩევნებშიც პარალელური დათვლა რაც ჰქონდათ, ერთი ერთში ემთხვევა იმ შედეგებს, რაც დაჯდა და მესამე თევა მალავენ. რადგან ფორმულები ვერ დასვეს კარგად. ხდება რაღაც შესწორებები ხელით,"- განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

ორგანიზაციას პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მიმართა- ცნობილია რომ ხმების პარალელური დათვლის მონაცემები ემთხვევა ცესკოს მონაცემებს, თუმცა "ისფედმა" ის ამჯერად არ გამოეყვანა. ცდომილებით გამოქვეყნდა "პივიტის" მონაცემები 2020 წელს.

დღის ამბები