კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ანაკლიის პორტის თაობაზე "ქართული ოცნების" წევრები აკრიტიკებენ. კრიტიკის საპასუხოდ, კოალიციის წევრმა, თამაზ დათუნაშვილმა განმარტება გააკეთა.
"ამერიკის სუვერენული ინტერესებია, რომ აკონტროლოს საერთაშორისო სავაჭრო გზებზე ამერიკული ინტერესი და ჩინური ინტერესი არ იყოს პრედომინანტური საერთაშორისო ასპარეზზე. დონალდ ტრამპი უკანასკნელი კვირებია ყველაზე აქტიურად საუბრობს მინერალების საკითხზე. ცენტრალური აზია ამიტომ არის უდიდესი ინტერესის სფერო შეერთებული შტატებისთვის.
ამ ვითარებაში, ის პორტი, რომელიც ამხელა მნიშვნელობას შეიძლება ატარებდეს შეერთებული შტატებისთვის, რომელიც ვიცით, რომ ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს ევროკავშირისთვის - შეიძლება, რომ დღეს ჩინელებს მივცეთ? როდესაც ვხედავთ გეოპოლიტიკურ ვითარებას, მაგალითად, პანამის არხთან დაკავშირებით რა დამოკიდებულება აქვს შეერთებულ შტატებს, რომ პანამის არხს ჩინელები არ უნდა მართავდნენ.
საქართველოს სუვერენული ინტერესი ამ ეკონომიკურ საკითხში არის, რომ დააბალანსოს იმ სავაჭრო პარტნიორების ინტერესები, რომელთა ტვირთებმაც უნდა გაიაროს საქართველოს ტერიტორიაზე," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.