25 აგვისტო 2026,   02:36
ვრცლად
ბალტიის ქვეყნების ახალი სანქციები საქართველოს - რა სურთ ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს და რატომ ითხოვდნენ ომის დაწყების დღიდანვე საქართველოსგან რუსეთისათვის სანქციების დაწესებას

ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ სანქცირებული უმრავლესობის წევრი, მეგობარი ქვეყნების მთავრობებს ორმაგი სტანდარტით მოქმედებაში ადანაშაულებს. პოლიტიკოსის მტკიცებით, მაშინ როდესაც ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს აქტიურად აკრიტიკებენ, თავად რუსეთის ფედერაციასთან ნავთობისა და სპირტიანი სასმელების ვაჭრობის მაჩვენებელი კოლოსალურად გაზარდეს. დეპუტატის თქმით, მათი მხრიდან სანქციებს პოლიტიკური ძალა ვერ ექნება.

სანქცირებულთა შორის მოხვდა "ქართული ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებები ვერც მასზე და ვერც მის თანაგუნდელებზე გავლენას ვერ მოახდენს.

სანქციები და შავი სიები გამართლებულია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსგავსი სახის დიპლომატიური დემარშებით საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას უწყობენ ხელს.

ბალტიის ზღვის აუზის ქვეყნების ლიდერების განცხადებები დღეს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა. შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთისთვის მათი მოთხოვნით სანქციების დაწესება ქვეყანას კოლაფსში ჩააგდებდა. ე.წ. დიფ სთეითის გავლენაზე ისაუბრეს დღეს პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა

ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე 3 მარტს დაასანქცირა. ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთში შესვლა პოლიტიკოსებთან ერთად, სამართალდამცველებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილსაც აუკრძალეს.

დღის ამბები