25 აგვისტო 2026,   10:45
ვრცლად
"ლელოს" ლობისტი და შეხვედრების ორგანიზატორი ამერიკაში მელორ წიფურია: დაუშვებელია, რომ დისკუსიისას ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს ტანსაცმლის გამო, ბევრი გამოიყურებოდა უხერხულად, მაგრამ ზელენსკი მათ შორის არ იყო

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო", - წერს სოციალურ ქსელში ხაზარაძის პარტია "ლელოს" ლობისტი და შეხვედრების ორგანიზატორი ამერიკაში მელორ წიფურია.

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიტუაციაზე სამი ერთის წინააღმდეგ, დაუშვებელია, რომ საპრეზიდენტო დისკუსიის დროს ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა თავს დასხმოდა ჩამოსულ პრეზიდენტს მისი ტანსაცმლის გამო. ამ ადამიანს პროტოკოლი რომ ესმოდეს, ის წინასწარ გააფრთხილებდა სტუმარს დრესკოდის შესახებ, მითუმეტეს, როდესაც ზელენსკის სტილი ყველასთვის კარგად ცნობილია. ადმინისტრაციის უუნარობა მსგავსი სიტუაციის დროს და ამგვარი ჩარევის დაშვება საპრეზიდენტო შეხვედრისას შეცდომაა. დღეს ბევრი გამოიყურებოდა უხერხულად, მათი საუბარიც იყო უხერხული, მაგრამ ზელენსკი მათ შორის არ იყო", - წერს წიფურია.

დღის ამბები