საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ფინანსური განათლების თემაზე სემინარი მოეწყო. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებითვის - სებ-ის ფუნქციების, მიმართულებებისა და საფინანსო სექტორის საქმიანობის უკეთ გაცნობა იყო.
სემინარს ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა და, ყოველი სესიის ბოლოს, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო თემებზე სპიკერებისთვის შეკითხვები დაესვათ.
ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართა.