სოლიდარობის აქცია "ვივამედთან" - მზია ამაღლობელის კოლეგები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები კლინიკასთან შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 35-ე დღეა შიმშილობს.
ამაღლობელს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც ჟურნალისტის პატიმრობის გირაოთი შეცვლას ეხებოდა, დაუშვებლად ცნო.