ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან.
ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოცირების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.