24 აგვისტო 2026,   21:12
ვრცლად
რუსთაველის თეატრთან მსახიობები შეიკრიბნენ - ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო გაიფიცნენ

რუსთაველის თეატრთან მსახიობები შეიკრიბნენ. ისინი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ, რის გამოც გაიფიცნენ.

რამდენიმე მათგანმა თეატრიდან საქართველოს დროშა გადმოფინა.

მომხდართან დაკავშირებით, დასის ხელმძღვანელმა ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება.

რობერტ სტურუა წერს, რომ თეატრის მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში.

"რუსთაველის ეროვნული თეატრი არის ხელოვნების ტაძარი და ის არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ემხრობა. მისი მოვალეობაა, არ ჩაერიოს პოლიტიკაში. რამდენიც არ უნდა იდავონ პოლიტიკურმა ძალებმა, რუსთაველის ეროვნული თეატრი უნდა დარჩეს, როგორც ერის ტაძარი, ერის სულის სიწმინდის მატარებელი",  - წერს რობერტ სტურუა.

დღის ამბები