08 სექტემბერი 2026,   11:49
ვრცლად
"არავის ვუსურვებთ იმ საშინელებას, რომელიც ჩვენს ოჯახს მოულოდნელად დაატყდა თავს - ბრძოლას თქვენი თანადგომის იმედით და გამარჯვების რწმენით ვიწყებთ" - ახალგაზრდა დედას საზოგადოების დახმარება სჭირდება

ახალგაზრდა დედას, როემლსაც მწვავე ლეიკემია აღმოაჩნდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება. ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

"ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი ტექსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მოხდა.

არავის ვუსურვებთ იმ საშინელებას, რომელიც ჩვენს ოჯახს მოულოდნელად დაატყდა თავს.

ახალგაზრდა დედას - ია იასეშვილსხირტლაძეს მწვავე ლეიკემია აღმოაჩნდა.

ეს თავზარდამცემი ამბავი იმდენად გვიან და ისე უეცრად გავიგეთ, რომ უსუსურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ირკვევა, რომ საჭიროა სასწრაფო მკურნალობა. მკურნალობის ეტაპი მოიცავს ღეროვანი უჯრედის გადანერგვის პროცედურასაც, რომელზეც გაიცა რეკომენდაცია, რომ უცხოეთში ჩატარდეს. ვინაიდან, საქართველოში მკურნალობა უარყოფით პროგნოზს იძლევა და გადარჩენის არანაირ იმედს არ გვაძლევს, საჭიროა თურქეთში გადაყვანა. ეს ყოველივე კი წარმოუდგენლად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული (500 000 ლარი).

გამოდის, რომ ბრძოლას თქვენი თანადგომის იმედით და გამარჯვების რწმენით ვიწყებთ.

თქვენი გვერდში დგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

არცერთი წამით არ ვკარგავთ იმედს, რომ ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება.

მადლობას გიხდით წინასწარ მათ, ვინც მცირედ წვლილს მაინც შეიტანს იას სიცოცხლის გადარჩენაში.

უფალი ასმაგად დაგიბრუნებთ", - წერენ სოციალურ ქსელში. 

დახმარების მსურველთათვის:

საქართველოს ბანკი:

#GE08BG0000000161920244

თიბისი ბანკი:

#GE90TB7503245064300032

ლიბერთი ბანკი:

#GE09LB0711152814221000

პირადი ნომერი:

13001065302

მიმღები: ალექსანდრე სხირტლაძე

დღის ამბები