04 სექტემბერი 2026,   04:05
ვრცლად
18 წლის გიორგი ქარდავას საზოგადოების დახმარება სჭირდება

18 წლის გიორგი ქარდავას საზოგადოების დახმარება სჭირდება. 22 აგვისტოს, უბედური შემთხვევის შედეგად, მან ხერხემლის კისრის მრავლობითი მოტეხილობები მიიღო. ივ. ბოკერიას სახელობის კლინიკაში გიორგის ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, სამწუხაროდ ოპერაციის შემდგომი მკურნალობა საქართველოში არ ტარდება.

გიორგი ამ დრომდე არის მართვით სუნთქვაზე, ტრავმის შემდგომი გართულებებია:
• ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი;
• სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
• მწვავე ბრონქიტი.

მას სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში პოსტოპერაციული მკურნალობა, ყოველ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის გადასარჩენად, აღნიშნული გადაუდებელი მკურნალობა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული; კერძოდ 143,000 $.

გიორგის ოჯახი, დახმარების მსურველებს სთხოვს, თანხა ჩარიცხონ შემდეგ ანგარიშის ნომრებზე:

მიმღები: დედა, ნესტან გოგოხია

საქართველოს ბანკი:
GE96BG0000000601830926

თიბისი ბანკი:
GE49TB7854645064300078

ლიბერთი ბანკი
GE68LB0711187404890000

დღის ამბები