ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბის მიმდებარედ, ტყეში ხანძარია. ცეცხლის ქრობის ოპერაციაში 4 ვერტმფრენი ჩაერთო. ქრობის სამუშაოებში აქამდე ვერტმფრენის ჩართვა ნისლის გამო ვერ ხერხდებოდა.
ცეცხლი ახალდაბის ტყეში გუშინ გაჩნდა. ხანძრის კერები დასახლებიდან მოშორებით ფიქსირდება.