08 სექტემბერი 2026,   11:53
ვრცლად
სხვადასხვა სამუშაოების გამო, ხვალ, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება - კომპანია თელასი განცხადებას ავრცელებს

კომპანია თელასის ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების გამო 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიდი ლილოს (ნაწილობრივ), საქნავთობის დასახლების, აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, ევროპის, ქართველიშვილის, იუმაშევის, ჯავახეთის, ხვედელიანის, სტურუას და მეფრინველეთა ქუჩების მოსახლეობას.

ქსელში გადართვების გამო 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები