საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრირება თეატრებშიც დაიწყო. პირველი საინფორმაციო შეხვედრა თუმანიშვილის თეატრში გაიმართა.
ცესკო-ს თავმჯდომარემ თეატრის თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.
გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია და იმიტირებული კენჭისყრა.