ქალაქ ბორჯომში, წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული რეზერვუარებისა და სატუმბი სადგურების რეაბილიტაცია, ასევე ერთი ახალი რეზერვუარის, წყალმომარაგების ქსელისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი, ალექსანდრე თევდორაძე და მისი მოადგილე, აკაკი მშვიდობაძე ადგილზე გაეცნენ.