09 სექტემბერი 2026,   06:52
ვრცლად
როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი მშობელზე მიჯაჭვული ხდება - ფსიქოლოგ ზანდა ჩეჩელაშვილის რჩევები

როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი დედას გვერდიდან არ შორდება და მასზე მიჯაჭვული ხდება - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგმა ზანდა ჩეჩელაშვილმა, "დილა მშვიდობის საქართველოს" ეთერში ისაუბრა.

"როდესაც ბავშვი 6 თვის ასაკში პირველად განიცდის განშორების შფოთვას და უცხო ადამიანების შიშს, ეს დაკავშირებულია კოგნიტიურ, ანუ გონებრივ განვითარებასთან. ბავშვმა უკვე იცის ვინ არის მისთვის ნაცნობი და ვინ უცხო. როდესაც ის უცხო ადამიანის ხელში აღმოჩნდება, მას აქვს შიში, რომ მისთვის ძვირფას ადამიანს მოაშორებენ. ეს შემეცნებით განვითარებაში ძალიან დიდი ნახტომია, რასაც ბავშვი პირველ ექვს თვეში აკეთებს. ეს არ არის შემთხვევითი და არც მარტივი ამბავია. ტიპურ შემთხვევაში, ბავშვი ასე უნდა იქცეოდეს ექვსი თვიდან - ის უნდა წუხდეს თუკი მშობელს ვერ ხედავს, გაუცხოებები უნდა დაიწყოს.

რაღაც ეტაპიდან, თვითონ მშობელიც უნდა ცდილობდეს იმას, რომ ბავშვი ცალკე ადამიანად და დამოუკიდებელ არსებად ფორმირდეს.

მიჯაჭვულობა შეუძლებელია ჩამოყალიბდეს, თუ მეორე ადამიანიც არ არის ამაში ემოციურად ჩართული.

ხშირად, ძალიან ადრეული ასაკიდან, მშობელი თვითონ არის მიჯაჭვული ბავშვთან და მას პატარა დამოუკიდებლობის შესაძლებლობასაც არ აძლევს,"- განაცხადა ფსიქოლოგმა ზანდა ჩეჩელაშვილმა.

დღის ამბები