პირველად 172-წლიან ისტორიაში, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის აღიარებული დასი 2024 წლის აგვსიტოში ლონდონს “გედების ტბის” კლასიკური დადგმით ეწვევა, რომლესაც მაესტრო პაპუნა ღვაბერიძე, ინგლისის ნაციონალური ოპერის ორკესტრის თანხლებით უდირიჟორებს.
28 აგვისტოდან 8 სექტმებრის ჩათვლით, დასი 15-ჯერ წარდგება ლონდონის კოლიზეუმში.
დიდი ბრიტანეთის პრესა უკვე აქტიურად წერს ამ მოვლენის შესახებ და ლონდონის ქუჩებშიც გვხვდება “გედების ტბის” ქართული დადგმის აფიშები.
ქართული საბალეტო დასი დიდ ბრიტანეთში პირველად 2008 წელს იყო, როდესაც ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალზე წარდგა შოტლანდიაში.