ყაზბეგში "მთის დღეები" იმართება. საფესტივალო სივრცის მოწყობის სამუშაოები, ელიას ტყის მიმდებარედ მიმდინარეობს.
სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა აქტივობაში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის იქნება სპორტული შეჯიბრებები და საბავშვო აქტივობები.
მომზადდება ტრადიციული კერძები, გამოიფინება ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები. მთის დღეები ყაზბეგში, ტრადიციულად, კოცონთან სიმღერით დასრულდება.