საერთაშორისო გამოფენა ამსტერდამში, სადაც ქართული სტენდი პირველად იყო წარმოდგენილი - გამოფენის სტუმრებს საქართველოში წარმოებული აგრო პროდუქციის - თხილის, წვენების, ჩიფსების, ჯემებისა და კომპოტების გასინჯვა შეეძლოთ.
საერთაშორისო გამოფენაში ქართული კომპანიების ჩართულობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მოხერხდა.