15 სექტემბერი 2026,   02:33
ვრცლად
თსუ-ს მეორე კორპუსთან აქტივისტების აქცია გაიმართა - მათი თქმით, ირაკლი კობახიძეს დისკომფორტს შეუქმნიან იქამდე, სანამ ხელისუფლება კანონპროექტს არ გაიწვევს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან აქტივისტების აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, ისინი ირაკლი კობახიძეს დისკომფორტს შეუქმნიან იქამდე, სანამ ხელისუფლება კანონპროექტს უკან არ გაიწვევს.

აქციაზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც, ერთმანეთს სტუდენტური მოძრაობა "თავისუფლებისთვის" ლიდერი ნიკო მანაგაძე და უნივერსიტეტიდან გამოსული სტუდენტები დაუპირისპირდნენ.

ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დატოვა უნივერსიტეტი, რის შემდეგაც ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ დაპირისპირებას სტუდენტებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

 

 

დღის ამბები