15 სექტემბერი 2026,   01:19
ვრცლად
ხელოვნების მუზეუმმა შალვა ამირანაშვილის დაბადების 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა

ხელოვნების მუზეუმმა ქართველი მეცნიერის, ხელოვნების ისტორიკოსის, შალვა ამირანაშვილის დაბადების 125-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა.

სამეცნიერო კონფერენციის დაწყებამდე, მუზეუმის შესასვლელთან ისტორიკოსის ბიუსტი კულტურის მინისტრთან ერთად ამირანაშვილის ოჯახის წევრებმა საზეიმოდ გახსნეს. კონფერენცია მეცნიერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას მიეძღვნა.

ამასთან, კონფერენციაზე ხელოვნების მუზეუმის ფონდების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა სხვადასხვა თემატური მოხსენება წარადგინეს.

"26 მარტს, დიდ შალვა ამირანაშვილს 125 წელი შეუსრულდებოდა. ჩვენ ამ საიუბილეო თარიღისთვის, პრაქტიკულად სამი სრული წლის განმავლობაში ვემზადებოდით და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გავხსენით სწორედ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის სრულიად რეაბილიტირებულ კორპუსში, რომელიც სამი წლის მანძილზე, რეკონსტრუქციას განიცდიდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

დღის ამბები